ბიბლიოთეკა

ბიბლიოთეკით მომსახურების წესები:

  1. ბიბლიოთეკით სარგებლობა შეუძლია დაწესებულების ყველა პროფესიულ სტუდენტსა და პერსონალს;
  2. ბიბლიოთეკა მუშაობს ყოველდღე, კვირის გარდა, შესვენების გარეშე დილის 10:00 სთ–დან 18.00 სთ–მდე ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, შაბათს 10:00 სთ–დან 16:00სთ–მდე;
  3. ბიბლიოთეკაში ბიბლიოთეკარები მუშაობენ წინასწარ შეთანხმებული გრაფიკის მიხედვით;
  4. ბიბლიოთეკით სარგებლობის წესები:

ა) მკითხველი ვალდებულია ფრთხილად მოეპყრას წიგნებსა და სხვა სახის ბეჭდურ გამოცემებს;

ბ) წიგნისა და ჟურნალ–გაზეთის სამკითხველო დარბაზში გამოყენების დროს აკრძალულია სამკითხველო დარბაზიდან მისი გატანა;

გ) წიგნები, რომლებიც თითო ეგზემპლარით არის წარმოდგენილი, ბიბლიოთეკიდან  არ გაიცემა;

დ) ბიბლიოთეკიდან გატანილი წიგნის დაბრუნებამდე მკითხველს არ შეუძლია დამატებით სხვა წიგნის გატანა;

ე) ბიბლიოთეკიდან წიგნის გატანის შემთხვევაში მიეთითება გატანის დრო და ხანგრძლივობა;

ვ) მკითხველის მიერ მითითებულ დროში წიგნის არდაბრუნების შემთხვევაში,  ბიბლიოთეკარი აცნობებს სამსახურის უფროსს;

ზ) ბიბლიოთეკიდან არ გაიცემა წიგნი იმ პირზე, რომელიც შემჩნეულია წიგნის დაგვიანებით დაბრუნებაში ან დაზიანებაში;

თ) წიგნის დაზიანებისათვის, ან დაკარგვისათვის, მკითხველი ვალდებულია შეცვალოს წიგნი ახალი ეგზემპლარით ან აანაზღაუროს მისი ღირებულება სამმაგი ოდენობით;

ი) დაზიანებული წიგნით/წიგნებით სარგებლობა შეიძლება მხოლოდ სამკითხველო დარბაზში;

კ) ბიბლიოთეკა   უზრუნველყოფს სტუდენტებისათვის ქსეროქსით, სკანერით, ინტერნეტით და პრინტერით მომსახურებას;

ლ) სამკითხველო დარბაზში დაუშვებელია ხმამაღალი საუბარი;

  1. მკითხველი ვალდებულია დაემორჩილოს ბიბლიოთეკაში მოქმედ წესებს. წინააღმდეგ შემთხვევაში მკითხველის მიმართ გამოიყენება დისციპლინარული პასუხისმგებლობის ნორმები.