პროგრამები

რეალური დასაქმების პერსპექტივა გერმანიაში

საზოგადოებრივი კოლეჯი აიპ-„ადამიანი და ბუნება“ ახორციელებს შემდეგ პროფესიულ პროგრამებს:

 

 

ექთნის თანაშემწის მესამე საფეხურის პროფესიულ-საგანმანათლებლო პროგრამა მოიცავს სასწავლო კურსების ერთობლიობას, რომელიც აუცილებელია ექთნის თანაშემწის სტანდარტის შესაბამისი კვალიფიკაციის მისაღებად.

პირს, რომელსაც აქვს 9 კლასის – საბაზო საფეხურის განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი და რომელიც კოლეჯში გაივლის გასაუბრებას, მოიპოვებს სწავლის უფლებას;

სწავლის ხანგრძლივობაა 19 თვე. სწავლის საფასური – წელიწადში 1500 ლარი, სულ 2300 ლარი.

 

მესამე საფეხურის მასაჟისტი

ჩაირიცხება პირი, რომელსაც დაძლეული აქვს საბაზო განათლების სრული კურსი და გაივლის გასაუბრებას, მინიმალური ასაკი 18 წელი. სწავლის ხანგრძლივობა – 13 თვე, საფასური – წელიწადში 1800 ლარი, სულ 2000 ლარი.

 

მეოთხე საფეხურის მასაჟისტი

ჩაირიცხება პირი, რომელსაც დაძლეული აქვს მესამე საფეხურის მასაჟისტის ძირითადი კურსი, აქვს მესამე საფეხურის მასაჟისტის კვალიფიკაცია და გაივლის გასაუბრებას.

სწავლის ხანგრძლივობა – 9 თვე, საფასური სულ 1500 ლარი.

 

მესამე და მეოთხე საფეხურის მასაჟისტის პროგრამებში შეტანილია მასაჟის განსაკუთრებული სახეობა – რიტმული მასაჟი. წარმატებული სტუდენტების დასაქმება შესაძლებელია „თერაპიის სახლში“.

 

მეხუთე საფეხურის პრაქტიკოსი ექთანი

ჩაირიცხება პირი, რომელსაც აქვს სრული ზოგადი განათლების (12 კლასი)  დამადასტურებელი დოკუმენტი და გაივლის გასაუბრებას.

გასაუბრებაზე დგინდება დაინტერესებული პირის მოტივაცია ამ პროფესიის დაუფლებისთვის. სწავლის ხანგრძლივობა – 3 წელი, სწავლის საფასური – წელიწადში 1500 ლარი. მესამე სასწავლო წელს  პროფესიული სტუდენტი  პრაქტიკას გაივლის გერმანიაში. ბად ვიუტენბერგის მხარის დიაკონურ სამსახურში. პრაქტიკის პერიოდში  სტუდენტი უზრუნველყოფილი იქნება საცხოვრებელი ბინით და სხვა ყოველდღიური საჭიროებებისთვის ხარჯების  დაფარვის შესაძლებლობით. სწავლის წარმატებით დასრულების შემდეგ, მას ეძლევა შესაძლებლობა იმუშაოს როგორც საქართველოში ასევე გერმანიაში იმავე ორგანიზაციის ავადმყოფთა და ხანდაზმულთა მოვლის ქსელში პრაქტიკოსი ექთნის სტატუსით.