სიახლეები

14 სექტემბერი, 2017

სიახლე პრაქტიკოსი ექთნის პოფესიულ პროგრამაში

პირველად საექთნო სწავლების ისტორიაში - შესაძლებლობა გეძლევათ სასურველ პროფესიაში მიღებული ცოდნა გაიღრმავოთ და პრაქკტიკულ უნარ-ჩვევებს დაეუფლოთ გერმანიაში, ბად ვიუტემბერგის მხარეში.

პირველად საექთნო სწავლების ისტორიაში – შესაძლებლობა გეძლევათ სასურველ პროფესიაში მიღებული ცოდნა გაიღრმავოთ და პრაქკტიკულ უნარ-ჩვევებს დაეუფლოთ გერმანიაში, ბად ვიუტემბერგის მხარეში.

აიპ-„ადამიანი და ბუნება“-საზოგადოებრივი კოლეჯის მიზანია საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი საექთნო მომსახურების დანერგვა, სადაც საექთნო მანიპულაციების შესრულებასთან ერთად, დიდი მნიშვნელობა ენიჭება ავადმყოფის მოვლას.
ამ მიზნით კოლეჯისა და დიაკონიის სამსახურის ერთობლივი პროექტის თანახმად სტუდენტებს საშუალება მიეცემათ ჩვენი სასწავლებლის დამთავრების შემდეგ, სავალდებულო ერთწლიან პრაქტიკა გაიარონ გერმანიაში. ამისათვის სასწავლო პროგრამაში შეტანილია გერმანული ენის სწავლებაც.
სტუდენტები პრაქტიკის განმავლობაში უზრუველყოფილი იქნებიან საცხოვრებლით და საკვებით.
პრაქტიკის გავლის შემდეგ სტუდენტებს უფლება ექნებათ დასაქმდნენ ბად ვიუტემბერგის მხარის წამყვან კლინიკებში და ხანდაზმულთა სახლებში.
კოლეჯში სწავლების მეთოდები და პროგრამა შეესაბამება ევროპულ სტანდარტებს და გაცემული სახელმწიფო დიპლომი, როგორც ქართული, ისე გერმანული მხარის მიერ თანაბრად იქნება აღიარებული.

დასაქმდი გერმანიაში ან დაბრუნდი მაღალკვალიფიცურ, მოთხოვნად სპეციალისტად!

ჩვენთან მრავალფეროვანი და საინტერესო სტუდენტური ცხოვრება გელით!

დაწვრილებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით:
ტელ: 0322 61 01 89
591 700 246