ჩვენ შესახებ

ჩვენი კოლეჯის დაარსება უკავშირდება საქართველოში 90-იან წლებში განვითარებულ მძიმე პოლიტიკურ-ეკონომიკურ ვითარებას. გერმანულ-ქართულ სამკურნალო დაწესებულება „თერაპიის სახლს“, რომლის ბაზაზეც არსებობს დღემდე საზოგადოებრივი კოლეჯი „ადამიანი და ბუნება“, დაუკავშირდნენ  საქართველოში მზრუნველობამოკლებულ ადამიანებთან მომუშავე საერთაშორისო ორგანიზაციები თხოვნით – გადაგვემზადებინა ან მოგვემზადებინა ექთნები შინმოვლის სერვისებისთვის.  ერთ-ერთი ასეთი ორგანიზაცია იყო გერმანულ-ქართული მეგობართა წრე, რომელსაც ბინაზე ცხელი სადილები მიჰქონდა მარტოხელა ხანდაზმულთათვის.

 

რადგანაც ჩვენში საექთნო პროფესიული განათლების ზოგად სისუსტეს წარმოადგენდა ავადმყოფის პროფესიონალური მოვლის კომპონენნტი, გადავწყვიტეთ ამ საქმისთვის გერმანელი ექთანი-მასწავლებლების მოწვევა. მართლაც, წლების მანძილზე საერთაშორისო ფონდების დახმარებით შესაძლებელი გახდა პროფესიული სტუდენტებისთვის გერმანული სტანდარტით სპეციელობის სწავლება. საბოლოოდ, ჩამოყალიბდა ქართველ მასწავლებელთა გუნდი, რომელსაც მრავალი საკვალიფიკაციო კურსი აქვთ გავლილი გერმანიაში.

 

შინმოვლის სერვისებში დასაქმებული სხვადასხვა ორგანიზაციის ექთნები დღემდე ჩვენთან გადიან გადასამზადებელ კურსებს. ასევე,  პირველადი ჯანდაცვის განვითარების პროექტის ფარგლებში წლების მანძილზე 700-მდე ოჯახის ექთანმა გაიარა მოკლე გადასამზადებელი კურსი ჩვენ კოლეჯში.

 

ჩვენი თანამშრომლები ბოლო წლების მანძილზე მონაწილეობას იღებენ საქართველოს განათლების სისტემაში მიმდინარე რეფორმის პროცესში – ეს ეხება პროფესიულ სტანდარტებზე, პროფესიული პროგრამების შემადგენელ მოდულებზე მუშაობასა და მათ ოპტიმიზაციის პროცესს, რომელსაც უძღვება განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი.

 

ჩვენ მიერ ითარგმნა რამდენიმე სახელმძღვანელო გერმანული ენიდან.

 

მომავალშიც სიამოვნებით მივიღებთ მონაწილეობას ამ მეტად საჭირო სამედიცინო პროფესიების – ექთნისა და მასაჟისტის პროფესიების განვითარებისთვის მიმდინარე პროცესებში.

 

ჩვენი მთავარი მამოძრავებელია დღემდე პროფეისული სწავლების საქმეში დაგროვილი გამოცდილების გაზიარება და მისი მუდმივი გამდიდრება.

 

კოლეჯის სტრუქტურის სანახავად, გთხოვთ, გადადით შესაბამის ბმულზე: